
鶹ý-ში ვთვლით, რომ პროფესიონალი მშენებლები მხოლოდ თეორიული ცოდნით არ ყალიბდნებიან — ამიტომაც ვცდილობთ, სტუდენტებს მივაწოდოთ რეალურ ინდუსტრიასთან შეხების მაქსიმუმი.
სწორედ ამ მიზნით, ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი, თეა ნარეკლიშვილი 鶹ýელებთან ერთად Caucasus Build გამოფენას შეუერთდა — ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას, სადაც სამშენებლო და ინტერიერის სფეროში მოქმედი კომპანიები თავიანთ სიახლეებს და ხედვებს აერთიანებენ.
გამოფენის ფარგლებში სტუდენტებმა ადგილზე გაიცნეს სამშენებლო და ინტერიერის სფეროში მოქმედი ქართული და საერთაშორისო კომპანიების პროდუქტები, მომსახურება და ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციები, ინოვაციები და მიმდინარე გამოწვევები.